თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
25-07-2018, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ამჯერად სიქთარვის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

 


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მერის მოადგილე მერაბ სირაძე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი, მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ამაშუკელი, მერის წარმომადგენელი სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ბარბაქაძე ასისტენტებთან ერთად და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი გოდერძი თურქაძე.

 


მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისაგან როგორც პირადი, ასევე უბნისა და სოფლის პრობლემების მოგვარება მოითხოვა. პრიორიტეტულ პრობლემებად შიდა სასოფლო გზებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება დასახელდა.

 


ყველა დასმული საკითხი შესაბამისი სამსახურების მიერ იქნა ჩანიშნული რეაგირებისათვის. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ეტაპობრივად ყველა სოფელში შევა და შეხვდება მოსახლეობას, რათა ადგილზე იქნას განხილული ყველა პრობლემა, რაც აწუხებს სოფლის მაცხოვრებლებს და იქვე, ხალხთან ერთად დაისახოს პრობლემის მოგვარების გზები.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი