„ოპოზიცია ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფაზეა გადასული“, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პირველ არხის ეთერში, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან სწორად ოპონირებს, რეალურად, ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციულია.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს ეკონომიკა 10-ჯერ მცირეა ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე.
ივანიშვილმა განმარტა, რომ ქვეყნების ეკონომიკის შედარებისთვის უნივერსალურია ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი – საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია 4400 - 4500-ია, მაშინ, როცა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია 40 ათას აჭარბებს.
მან სიძულვილის ენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ხვედრი მხოლოდ კრიტიკა არ არის – მათ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების უკეთესი გზებიც უნდა აჩვენონ.
„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც სწორად ოპონირებდეს ხელისუფლებასთან, რაც ასე ჰაერივით სჭირდება დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და სახელმწიფოს მდგრადობას, რეალურად გვყავს უპასუხისმგებლო, არაკონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფაზეა გადასული... ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო და დარწმუნებით ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ვერ ნახავთ პრეცენდენტს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ასეთ სიმაღლეზე იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მაგრამ ერთ-ერთი უფლება და მთავარი უფლება, რომ მას ჰქონდეს სამუშაო და ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ ახერხებს და ამ ფონზე, კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან სახიფათოა სტაბილურობის შენარჩუნება და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება... ოპოზიციაც შეგახსენეთ, ეს სიძულვილის ენა, რომელიც ჭარბობს, ნაცვლად, კიდევ გავიმეორებ, ოპოზიციის მხრიდან არგუმენტირებული და დასაბუთებული შენიშვნებისა, სწორი გზების ძიებისა და ჩვენებისა, რომელიც მათ საზოგადოებას უნდა აჩვენონ. ეს არ არის ოპოზიციის ხვედრი, რომ მხოლოდ აკრიტიკოს. კრიტიკა და ოპონირება, რა თქმა უნდა, ძირითადია, ამავდროულად, მათ უნდა მოახერხონ და საზოგადოებას ქვეყნის განვითარების უკეთესი გზები აჩვენონ. ნაცვლად ამისა, ვიღებთ იმას, რაც მოგახსენეთ – სიძულვილის ენას. სამწუხაროდ, ძალიან ჭარბობს, ჭარბობს გინება, ლანძღვა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფა, ნაცვლად პროფესიონალური და საფუძვლიანი ოპონირებისა“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დაამატა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ აღნიშნული გარემოებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.