ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას არ გამორიცხავს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თუ კითხვები არსებობს“, ყველა ვალდებულია უპასუხოს ამ კითხვებს.
შეკითხვაზე - არის თუ არა შესაძლებელი გიორგი კვირიკაშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება მოსალოდნელი? - ბესელია პასუხობს:
„მე არ ვიცი, არსებობს თუ არა სამართლებრივი კითხვები, რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობა, იზრდება პასუხისმგებლობა. ასე რომ, თუ კითხვები არსებობს, ყველა ჩვენგანი ვართ ვალდებული, რომ ამ კითხვებს ვუპასუხოთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.