„ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოებრივი ხედვა, აზროვნება და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ხოლო მარტივ მამრავლებად დაშლილი ოპოზიცია არის შურისძიებაზე და პირად ინტერესებზე დაფუძნებული ისტერია.
„ჩემთვის არ იყო გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციამ სრული უპასუხისმგებლობა და სიძულვილი აჩვენა. ქართულმა საზოგადოებამ. სწორედ ამ თვისებების გამო. ჩამოაშორა ეს ხალხი ხელისუფლებას და კუთვნილი ადგილი მიუჩინა.
გუშინ, ჩვენ, კიდევ ერთხელ, მოგვეცა საშუალება, დავინახოთ თუ რამდენად დიდი განსხვავებაა ქართულ ოცნებას და მარტივ მამრავლებად (და არა პოლიტიკურ პარტიებად) დაშლილ ოპოზიციას შორის. რომ ერთ მხარეს არის სახელმწიფოებრივი ხედვა, აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ და მეორე მხარეს, პირად სიძულვილზე, შურისძიებაზე და ფანტასმაგორიებზე დაფუძნებული ისტერია.
ჩვენი უმთავრესი მიზანი და ვალდებულება არის ჩვენი ქვეყნის პროგრესი, განსაკუთრებით სოციალური, ეკონომიკური, სამოქალაქო ინკლუზიისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ამას იმსახურებს ქართული საზოგადოება და ამ პროცესს წინ ვერაფერი აღუდგება“, წერს რატი იონათამიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.