ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება აქტიურ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია.
ჩუგოშვილმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან რამდენიმე „მნიშვნელოვანი განცხადება“ გამოყო.
„თითქმის ერთი წელი ვიმუშავე ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მისმა თანაშემწემ. ყველაზე მკაფიოდ ის მახსოვს, რომ არც ერთ მომენტში არ გაჭირვებია მძიმე და არაპოპულარული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება და ბევრმა კარგად იცის ამაში რასაც ვგულისხმობ. მას მერე აიტანა წამოუდგენელი ნიაღვარი ცილისწამების, შეურაცხყოფის, უამრავი უბედურების, რაც, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. გუშინდელ ინტერვიუში გარდა კითხვებზე პასუხებისა (როგორც ჩანს ბევრს არ სიამოვნებს პასუხების მოსმენა), ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე განცხადება:
1. პარლამენტის გაძლიერება პრიორიტეტია! პარლამენტის პასუხისმგებლობაა სამართლიანი თამაშის წესების დადგენა და იმის კონტროლი, რომ მთავრობა ამ წესებს ემორჩილება. სამწუხაროდ ამ სტანდარტისგან შორს ვართ, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ;
2. მიღწევებთან ერთად პრობლემებიც ბევრი გვაქვს და ისინი რომ გამოვასწოროთ ჯერ უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაშიც;
3. თუ დღეს „ოცნება“ უმრავლესობაშია, მოვა დრო როცა არ იქნება, ეს დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ეს ყველას უნდა ახსოვდეს;
4. კორუფცია ან პირადი ინტერესების გამო პოლიტიკაში ყოფნა უპატიებელია და თუ ვინმეს სხვაგვარად გონია, ეშლება;
5. საბანკო სექტორი იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც დღეს მუშაობს, პრობლემად იქცა და კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.
ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება აქტიურ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია მმართველი ძალისთვის, რაც ჩემი აზრით აუცილებელი იყო“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.