საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არც საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და არც რომელიმე სხვა მოქალაქეს, არ შეუძლია თავი აარიდოს პროკურატურის მიერ დასმულ შეკითხვებს.
მანვე დაამატა, რომ პროკურატურის ყველა შეკითხვა პასუხგაცემული უნდა იყოს, ვინაიდან ყოფილი მინისტრი და მისი კოლეგები პროკურატურაში უკვე იმყოფებოდნენ.
„შეკითხვებს უნდა უპასუხოს ყველამ, ვისაც ეს ეხება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, არც ბატონ კვირიკაშვილს, არც სხვა ადამიანებს, არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ამ კითხვებს არ გასცენ პასუხი. კითხვები, რომლებიც არსებობს, უნდა იყოს პასუხგაცემული. როგორც იცით, ამასთან დაკავშირებით პროცესი უკვე დაწყებულია. ყოფილმა მინისტრმა და მისმა კოლეგებმა თავად დაადასტურეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე პროკურატურაში“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.