ნინო ბურჯანაძე: თუ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს, გაურიგდება ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას - ასე არ გამოგივათ, ბატონო ბიძინა!
25-07-2018, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის ნაცვლად ბიზნესმენი საუბრობდა, რომელმაც თავისი გეგმები გაგვაცნო.



ბურჯანაძის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს, მაშინ ისინი თავიანთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას გაურიგდებიან.



„ლაპარაკობდა ელემენტარულად ბიზნესმენი, რომელიც საუბრობდა, რომ ამას იყიდის, იმას გაყიდის, ამის ფულს გადაიხდის, იმას დათმობს, ვიღაცას რაღაცას დაუთმობს. ესეთი სამარცხვინო მოვლენა მე არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში საერთოდ არსებობდა თუ არა. როდესაც მმართველ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია და ექვსი წელია არსებობს, არ ყავს რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თურმე, თუ კანდიდატი არ იქნება, მაშინ წაიღოს ოპოზიციამ საპრეზიდენტო თანამდებობა, ეს რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკრეტულად გაურიგდება ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას და ამას გააფორმებს, როგორც დემოკრატიის გამარჯვებას. ასე არ გამოგივათ, ბატონო ბიძინა!“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი