„ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და სწორედ ამას ემსახურება იდეა, რომ მოიყვანონ თითქოსდა გარეშე და დამოუკიდებელი ადამიანი“, აცხადებს „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.
„რანაირად იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუ მის ზურგს უკან დგას „ქართული ოცნება“. რა მნიშვნელობა აქვს ფურცელზე პარტიის წევრობას თუ სინამდვილეში ზურგს გიმაგრებს პარტია და კამპანიას ატარებ ამ პარტიის მხარდაჭერით. არანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი აქ არ არის. საუბარია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მისი სახელით, მისი ნომრით ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება და ამიტომ მოიფიქრეს ეს მიდგომა, რომ თითქოს საზოგადოებას სთავაზობენ ვიღაც დამოუკიდებელს“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.