შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილს არ სურს, პოლიტიკურ ტყვიას დაუდგეს მიზანში იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეს სამარცხვინო მდინარაძე-თალაკვაძე-ბესელიას უმრავლესობა
25-07-2018, 17:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპრეზიდენტო არჩევნებში „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილის მთავარი მიზანი საზოგადოებაში მომატებული უარყოფითი მუხტის ჩაცხრობაა.

 


მანვე დაამატა, რომ ივანიშვილს არ სურს მდინარაძე-თალაკვაძე-ბესელიას უმრავლესობისა და ქვეყნის მთელ სისტემებზე სამთავრობო კონტროლის შენარჩუნებისთვის პოლიტიკურ ტყვიას მიზანში დაუდგეს.

 


„ის აპირებს ჩააცხროს მომატებული უარყოფითი მუხტი საზოგადოებაში იმ გზით და ხერხებით, რომ ან არ დააყენოს თავისი პოლიტიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატურა, ან მხარი დაუჭიროს, მისი აზრით, ნეიტრალურს, ან ჩუმად იმუშაოს რომელიმე სატელიტის გაყვანაზე. ანუ, მას არ სურს, პოლიტიკურ ტყვიას დაუდგეს მიზანში იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეს სამარცხვინო მდინარაძე-თალაკვაძე-ბესელიას უმრავლესობა და, შესაბამისად, სამთავრობო კონტროლი ქვეყნის მთელ სისტემებზე. ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ!“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი