ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვრიკაშვილის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოხატულ ნეგატიურ შეფასებას და მისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნაში დადანაშაულებას „განტევების ვაცის მოძებნის“ და სხვათა დაშინების მცდელობად აფასებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
„უნდათ განტევების ვაცის მოძებნა, ერთი მხრივ, რათა მოსახლეობას კვლავ შეაყარონ თვალში ნაცარი და მეორე, ამით პოლიტიკურ მიზანსაც აღწევს, უნდა რომ ერთხელ და სამუდამოდ დააშინოს ყველა ადამიანი, რომელიც გაბედავს ოდნავ შეწინააღმდეგებას მის წინააღმდეგ“, განაცხადა გოცირიძემ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სამშაბათს გასული ინტერვიუც შეაფასა და მას „ტიციან ტაბიძედან ნიცშემდე“ უწოდა.
„ჩვენ დავინახეთ მონოლოგი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ტიციან ტაბიძედან ნიცშემდე. ტიციანი ამბობდა - მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერსო, ბატონი ბიძინა ამბობს, რომ მე არ ვმართავ ქვეყანას, ქვეყანა თვითონ მმართავსო, რომ მივიღო ენერგია და მერე ვმართო ეს ჭიაღუები, რომ ამათ ქვეყანა მართოსო, ხოლო რაც შეეხება დიდი კაცის და პატარა კაცის თემას, ეს უკვე ნიცშეა - ზეკაცი და ჭანჭიკები და გამოჩნდა მთლიანობაში რომ ჭანჭიკებს მოუწოდა, რომ მათ კარგად დაიცვან იგი საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკისაგან“, უთხრა „რუსთავი 2“-ს რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.