მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ პატრიარქს გადადგომა შესთავაზეს: „თქვენო უწმინდესობავ, თქვენ დაიღალეთ და ჩვენ ყველაფერს მივხედავთ!“
25-07-2018, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეუფე გრიგოლი TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ აცხადებს, რომ პატრიარქისთვის იყო შეთავაზება, რომ გადამდგარიყო, თუმცა უწმინდესმა ამაზე უარი განაცხადა. მეუფე აკონკრეტებს, რომ ეს შეთავაზება სასულიერო პირებისგან არ ყოფილა, ფაქტს კი, პატრიარქის მოსაყდრის დანიშვნის შემდეგ ჰქონდა ადგილი.

 

 

„იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო, იყო ესეთი შეთავაზებაც, მაგრამ დიდება და მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქი ამაზე არ წავიდა. პატრიარქი ვიდრე არის ამ ქვეყანაზე, ის უნდა იყოს საჭესთან. ვიდრე მას ძალუძს ეკლესიის მართვა, ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება. მე ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მისსავე სიცოცხლეში ცდილობს ვიღაც, თავისთვის სასურველი გეგმა განახორციელოს და ამაში მოხდეს იმ საშუალებების გამოყენება, რომელიც გაუადვილებს გარკვეულ ძალებს იმ გეგმების განხორცილებას. დღეს, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია რა მდგომარეობაში იქნება ეკლესია. ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანი იმდენად არ არის ის დავუშვათ ვინ იქნება ხვალ, არამედ მნიშვნელოვანი არის რა პოზიციები და ღირებულებები იქნება წინა პლანზე საქართველოს ეკლესიის დღის წესრიგში აქტუალური და რა მიმართულებით განვითარდება ეკლესია.

 

 

პატრიარქისთვის გადადგომა არ შეუთავაზებიათ სასულიერო პირებს. მას უთხრეს  „თქვენო უწმინდესობავ დაიღალეთ და ჩვენ ყველაფერს მივხედავთ!“ მე ვფიქრობ, ეს საკმაო საფუძველს იძლევა იმისა, რომ თუნდაც მე ვიყო ჩემს პოზიციაზე, რომელზეც ვარ და პატრიარქი კიდევ ბევრი წელი მენახოს ეკლესიის საჭესთან და არა იმ გადაწყვეტილების ჭრილში, რომელზეც ახლახან მოგახსენეთ. ეს მოხდა მოსაყდრის დანიშვნის შემდგომ“, განაცხადა მეუფე გრიგოლმა, რომელმაც დამატებითი განმარტებებისაგან თავი შეიკავა და არ დააკონკრეტა იყვნენ თუ არა პატრიარქთან გადადგომის მოთხოვნით მისული ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი