„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ 10 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უალტერნატივო იქნება.
„ის, რაც მე დავინახე ახლა ზუგდიდის ქუჩებში, თუ როგორ ხვდება მას [გრიგოლ ვაშაძეს] მოსახლეობა, რა პრობლემების შესახებ ესაუბრება, დავრწმუნდი საბოლოოდ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის უალტერნატივო კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ გამარჯვებისთვის“, განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას ბაჩუკი ქარდავამ, რომელიც გრიგოლ ვაშაძესთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.