აფეთქება მოხდა პეკინში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან
26-07-2018, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თვითმხილველებმა პეკინში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქების შესახებ განაცხადეს. გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში სქელი კვამლი ჩანს. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.

 

 

მოგვიანებით, ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს მამაკაცმა მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც დაზიანებები არავის მიუღია, პოლიციამ კი ფაქტზე დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინა.

 


შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოწყობილობა, რომელსაც საელჩო აღწერს, როგორც ბომბს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში აფეთქდა.

 


პეკინის პოლიციის ცნობით, მამაკაცს, რომელმაც მოწყობილობა ააფეთქა, ინციდენტისას ხელი დაუზიანდა, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 


სახელმწიფო მედიის, Global Times-ის „თვითერზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე აფეთქება მოხდებოდა, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან ქალი გაიყვანა, რომელიც თავისი თავის ცეცხლში გახვევას ცდილობდა. უცნობია, არის თუ არა კავშირში ეს ორი ინციდენტი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი