საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონული მმართველობა ვერ პასუხობდა შესაბამის მიზნებს, ამიტომ ეს მიმართულება გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გადაინაცვლა საქართველო მთავრობის ადმინისტრაციაში, რეგიონული მართვის მიმართულებას კი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, პრემიერ მინისტრის მრჩეველია რეგიონული განვითარების საკითხებში.
„მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, რომელსაც არ სჭირდება წარდგენა, უხელმძღვანელებს რეგიონალური მართვის მიმართულებას. ეს გახლავთ სიახლე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალურ მმართველობაში. აქამდე არსებული რეგიონული მმართველობა არ პასუხობდა იმ მიზნებს, რაც მთავრობას გააჩნდა. იმისთვის, რომ ჩვენ ხარისხობრივად შევძლოთ რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყევტილება, რომ აღნიშნული სამსახური პირდაპირ დაექვემდებაროს პრემიერ მინისტრს, რომ ჩვენ გვქონდეს პირდაპირი და უკუკავშირი საზოგადოებასთან და დარწმუნებული ვარ, ბატონი სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.