„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია
26-07-2018, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ბულგარეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია.

 


აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“ და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა. ვაზიანის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის ნაწილი ავტომატარებლის საშუალებით, ნაწილი კი - თვითსვლით გადაადგილდება.

 


აშშ-ის ევროპის სარდლობის ჯავშანტექნიკა ბულგარეთში, კონსტანცას პორტში ხომალდზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 22 ივლისს წამოვიდა.

 

 

საჰაერო გზით კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე აშშ-ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა უკვე ჩამოფრინდა. წვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების ნაწილი კი, საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.

 


სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციერლდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი