დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება და „მორისა“ და „ფიცრის“ ექსპორტზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება.
მანვე დაამატა, რომ ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 15 პირი დააკავა და უკანონო ჭრასა და რეალიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით სამინისტრო უკიდურესად პრინციპული იქნება.
„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ხე-ტყის უკანონო ჭრას ეხება. თქვენ იცით, ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვიქნებით უკიდურესად პრინციპულები ამ უკანონობასთან ბრძოლაში. ასევე, მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, რომ თუ იქნება ამ უმსგავსო საქციელთან დაკავშირებით ხელის დაფარების შემთხვევები, ყველა ის ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დავიწყეთ. ამ პრობლემის მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი გადაწყვეტა ფინანსთა სამინისტროს დღეს მთავრობაზე გამოაქვს. როდესაც ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, ადმინისტრაციული ღონისძიებები საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. „მორისა“ და „ფიცრის“ ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს, რომ აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ. „რეფორესტიზაციის“ პროცესი. მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს უნდა, ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მორებად და ფიცრებად გაყიდვა, ესეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.