მამუკა ბახტაძემ პროკურატურაში გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო დაბარების შესახებ განაცხადა, რომ „როდესაც არსებობს კითხვები, ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რა პოზიციაზეა“
26-07-2018, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროკურატურაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე ყოფილი მინისტრების - დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შემდეგ მისი წინამორბედის, გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვის შესაძლებლობაც „ბუნებრივ მომენტად“ შეაფასა და თქვა, რომ „კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი“ და „არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რა პოზიციაზეა“.

 

 

„მე ვფიქრობ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გააკეთეს ძალიან პირდაპირი დასწორი განმარტება და მეც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. როდესაც არსებობს კითხვები, ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რა პოზიციაზეა. ეს მეც მეხება, ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც დღეს ჩემს გვერდით არის, ან ყოფილ კოლეგას, ეს არის ძალიან ბუნებრივი მომენტი და მე ვფიქრობ, რომ ამ თემების გარშემო ზოგადად კითხვის ნიშნების არსებობა არ არის სწორი“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი