მამუკა ბახტაძე: მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან მის მიმართ იერიშების მიტანა
26-07-2018, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს დილით გამართული ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკურ გამოწვევებზე ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა.



მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან მის მიმართ იერიშების მიტანა“, რაც მისი თქმით, „არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა“.



„ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომელიც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში. შესაბამისად, ჩვენი ოპოზიციის მხრიდანაც, დღეს მათ აქვთ ერთადერთი ძირითადი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც იქნება ძალიან წარუმატებელი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე ვმუშაობთ. თქვენ იცით, რომ პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ჩვენი ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხება. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტაცია, მათ შორის, კრიტიკა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რისი გახორციელებაც გვინდა. თუმცა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მინდა განვმეორდე, ჩვენ ამას ვერ ვისმენთ“, განაცხადა ბახტაძემ.



პრემიერი საქართველოს ჭარბვალიანობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ თემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ამ პრობლემის სიმწვავის შესამცირებლად საზოგადოებას ახალ ინიციატივებს მალევე შესთავაზებს.



მანვე დაამატა, რომ პარლამენტში წარდგენილი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს ეხება და პრემიერი მზადაა, მიიღოს ჯანსაღი კრიტიკა და არგუმენტები ამ თემასთან დაკავშირებით, რომლებიც, მისივე თქმით, ოპოზიციისგან ვერ მოისმინა.

 


„მინდა თქვენი ყურადღება გამოწვევებზე გავამახვილო. ჭარბვალიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ იმისთვის, რომ ამ პრობლემის სიმწვავე ეკონომიკაში მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამასთან ერთად, ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ფინანსურ სექტორში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა დამკვიდრდეს“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი