ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოგა ონიანის მოსანახულებლად მივიდა.
„მოვედი, რომ მოვინახულო ვანო მერაბიშვილი და გოგა ონიანი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მე არ მაქვს მათთვის მისაწოდებელი, რაც შეეხება ზოგადად ამ მძიმე პრობლემას, ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა დაიხუროს, ფურცელი პოლიტიკური დევნით ყოფილი ოპონენტების ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მას შემდეგ რაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მისი ერთი ნაწილი გამოეყო, ვანო მერაბიშვილს დღემდე არ განუცხადებია, რომელი პარტიის წევრად მოიაზრებს თავს -„ნაციონალური მოძრაობის“ თუ „ევროპული საქართველოს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.