წყალტუბოს მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. გრიგოლ იოსელიანი რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა, სადაც გზების კეთილმოწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სოფელ გუბისწყალზე გორიკას უბანში მიმდინარეობს 1,7 კილომეტრის სიგრძის გზის ბეტონის საფარით დაფარვა. ამჟამად ტარდება გზის ზედაპირის მოსამზადებელი სამუშაოები, პროექტის ღირებულება 337 287ლარია.
დაწყებულია სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში გზების რეაბილიტაცია. პროექტი 174 734 ლარით ფინანსდება.
წყალტუბოს მერმა ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის ქ. №7; № 9; №11; №13 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოებიც, ღირებულებით -132 266 ლარი, დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით რეგიონული განვითარების ფონდიდან 11 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 3 209 651 ლარია.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კიდევ ქალაქის რამდენიმე უბანსა და სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.