განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებები ტარდება ზემო სვანეთში. გამთენიისას ჭუბერსა და ხაიშში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, მიზანი ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესწავლა იყო, თუმცა მათ მოსახლეობამ ჩხრეკის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს. საგამოძიებო სამსახურმა დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სოფლების შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
ამ თემასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ გამოვლინდნენ ხე-ტყის უკანონო მომპოვებლები. ამ დროისთვის დაკავებულია 15 პირი. აღნიშნული ოპერაციების ჩატარებას ჭუბერსა და ხაიშში ადგილობრივები აფერხებენ.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.
ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში. რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით“, ნათქვამია ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.