იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იგი „აღფრთოვანებულია“ ბიძინა ივანიშვილის იდეით, „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინოს თავისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ეს იდეა, რომლის შესახებაც მე უკვე მრავალი თვეა მესმის, ივანიშვილის მხრიდან გუნდთან კომუნიკაციაში, რომელიც მან თამარ ჩუგოშვილის თანდასწრებით ელჩებსაც გაუზიარა და გამოიწვია ელჩების დიდი ინტერესი და ასევე აღფრთოვანება, სწორედ ასეთი აღფრთოვანებული ვარ მეც ამ იდეით. იმიტომ რომ, ეს მოგვცემდა ძალიან საინტერესო პროცესს, უფრო დაცლილს ემოციებისგან იმიტომ, რომ სააკაშვილის არსებობის ერთ-ერთი, ერთადერთი რეზონი ალბათ რაც დღეს არის და მისი დაშლილი და დაქსაქსული გუნდისა, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეჯიბროს, ვერ ეჯიბრება, მერე ბრაზდება და არის ცუდ ხასიათზე. ახლა, თუ ეს, ივანიშვილის იდეა გაიზიარა გუნდმა, მივიღებთ საინტერესო სიტუაციას, სადაც სააკაშვილის გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის ყოფილ გუნდს თუ ამჟამინდელ გუნდს და ოპოზიცია შეეჯიბროს მერე ერთმანეთს - ნეიტრალური კანდიდატები, მემგონი ძალიან საინტერესო იქნება“, განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.