ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პროკურატურაში შესაძლო დაბარებისა და ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შესახებ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს არის არა კვირიკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, არამედ კორუფციასთან ბრძოლა.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის კვირიკაშვილის, ქუმსიშვილის ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ღიად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი მინისტრი და სამინისტროს მენეჯმენტი ყოველთვის თანამშრომლობს საგამოძიებო თუ სამართალდამცავ ორგანოებთან იმ საკითხებზე, რომლებიც არის მისი სამინისტროს მართვის ქვეშ. ქუმსიშვილმა თვითონ განაცხადა, რომ საკითხების დიდი ნაწილი, რაზეც ის დაკითხვაზე იყო დაბარებული, ეხებოდა მისი მინისტრობის დროინდელ პერიოდში მის მიერვე გაგზავნილ მასალებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის, არა ბრძოლა კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ, არამედ, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“, განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.