მამუკა არეშიძე: უცხოელი დიპლომატები გიორგი მარგველაშვილის სკანდალებზე გვწერენ
26-07-2018, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უცხოეთში ვიზიტისას სკანდალური ფაქტების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა წერილობით აცნობეს. როგორც არეშიძემ „პოსტ ტვ“-ის გადაცემა „მედიარენტგენში“ განაცხადა, ამის შესახებ მას ინფორმაცია ევროპელმა ექსპერტებმა მიაწოდეს.

 


არეშიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ისეთი ქმედება არ უნდა ჩაიდინონ, რომელიც ქვეყნის პრესტიჟს შელახავს.

 


„პატარა სკანდალუკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მომისმენია ჩემი კოლეგებისგან, განსაკუთრებით ცენტრალური ევროპის წარმომადგენლებისაგან. ისინი ამ ფაქტებს უყურებენ გამადიდებელი ლუპით. შეიძლება პოლონელმა ექსპერტმა გაატაროს რაღაც, მაგრამ შვეიცარიელი და ავსტრიელი ამას არასდროს გაატარებს. გარდა ამისა, მათვე შემატყობინეს, რომ დიპლომატიური წყაროების მეშვეობით რამდენიმე წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოგზავნილია. მე მოვიკითხე, შინაარსი მაინტერესებდა, რა გააკეთა ამისთანა, მაგრამ ცოცხალი თავით, არ მოგვცეს ეს წერილები. ამდაგვარი ფაქტები ნამდვილად არსებობდა და ამის თაობაზე დიპლომატიური წყაროებიდანაც იყო შეტყობინებები.

 


არც პრემიერმა და არც მინისტრმა ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს, რაც ქვეყნის პრესტიჟს შელახავს. არა მხოლოდ პრეზიდენტს, მთავრობის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხებოდეს პასუხი მსგავს ქმედებებზე, თუმცა პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული ფუნქცია, განსაკუთრებული ვალდებულება.

 

 

 


გადაცემა „მედიარენტგენში“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უცხოეთში ვიზიტების შესახებ ჟურნალისტმა ქეთი ხატიაშვილმა რამდენიმე ინფორმაცია გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, არსებობს მთვრალი მარგველაშვილის კადრები. ამასთან, ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი ვიზიტისას, სასტუმროში სიგარეტის მოწევის გამო დააჯარიმეს, ჯარიმა კი საქართველოს ბიუჯეტიდან გადაიხადეს.

 


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უცხოეთში ვიზიტისას სკანდალური ფაქტების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა წერილობით აცნობეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი