ვიდეო: კობა დავითაშვილი - მარგველაშვილმა თავი მოგვჭრა
26-07-2018, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი მარგველაშვილმა თავი მოგვჭრა - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა „პოსტვ“-ის გადაცემა „მედიარენტგენში“ განაცხადა. მისი შეფასებით, მარგველაშვილმა მის ერთადერთ ფუნქციას ვერ გაართვა თავი. დავითაშვილმა საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე ცეკვის გამოც გააკრიტიკა.

 

 

 

 

„ჩვენთან პრეზიდენტს არავითარი ფუნქციები არ აქვს, ერთის გარდა - თავი არ მოგვჭრას სადმე. ამას ვერ გაართვა კაცმა თავი. ნატოს სამიტზე კაცმა ელცინივით იცეკვა, მეტი რაღა უნდა გააკეთოს?! ეს ერთი ფუნქცია ჰქონდა, რომ ეს არ გაეკეთებინა. როცა ხარ ქვეყნის წარმომადგენელი, უნდა წარმოადგინო ქვეყანა, თავი არ უნდა მოიჭრა და ქვეყანას თავი არ უნდა მოჭრა. ეს ვერ მოახერხა კაცმა, ამის მერე სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ. მერე შე კაი დედმამიშვილო, რაც ქეთიმ ბრძანა, სიგარეტს ეწეოდა და ჯარიმებს იხდიდა. ათას რამეს, მთელი ცხოვრება სულ ვეტოებს ადებდა, რაც პრეზიდენტი იყო. ხალხისთვის სასარგებლო კანონისთვის ან საზიანოსთვის პირიქით რამე გადაწყეტილება მიუღია, რაც ხალხს დაამახსოვრდება?თუ პოლიტიკოსობა გინდა, თუ პრეზიდენტობა გინდა, თუ არჩევნები გინდა, თუ ამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, ხალხისკენ ხომ უნდა გაიხედო?! შენ რომ ბიუჯეტის ხარჯზე 500 დოლარს იხდი, თუ მეტს ჯარიმაში, აი ამ ხალხს მაგალითად ის კანონი ძალიან არ მოეწონათ, მაგალითად პოლიტიკოსის ინსტიქტი რომ ჰქონოდა, ადამიანს იმისთვის უნდა დაედო ვეტო პირველი, მაგრამ არ გაახსენდა, იმიტომ რომ არ ადარდებს, რადგან თვითონ შეუძლია სახელმწიფოს ხარჯზე გადაიხადოს ჯარიმა, რადგან მისი ჯიბიდან არ გადის“, განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი