„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძითვის საინტერესო იქნება, ნახოს როგორ აქებს ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს.
„პრემიერ-მინისტრები, გუბერნატორები, მინისტრები და ყველა სხვა რაიმეს კი არ წარმოადგენენ, რომელიც ვინმემ აირჩია, ახლა ივანიშვილი რაღაც თამაშს თამაშობს საკუთარი ქვეყნის ბედით, საკუთარი მოქალაქეებით, მათ შორის პრემიერ მინისტრებით, სანამ გასდის. ამიტომ არჩევნების გზით, ძალიან მალე, აღარ უნდა გაუვიდეს. მანამდე ჩვენ გვექნება სულ მუდამ ეს. შეგიძლიათ ამოიღოთ ჩანაწერი, კვირიკაშვილს როგორ აქებს ორი წლის წინ, რა სიტყვებით და ახლა რას საუბრობს! მერე შეადაროს, სხვათა შორის, ბახტაძისთვის ეს შეიძლება საინტერესო იყოს, მისი დღევანდელი ქება და კვირიკაშვილის ქება და მიხვდება მერე რა მოჰყვება ამას. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან ივანიშვილს აღარ ექნება ძალაუფლება“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.