პარლამენტის წევრთა განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში ზაფხულობით ამჟამად არსებული ცხელი კლიმატი 2040 წლისთვის ნორმად იქცევა.
გარემოსდაცვითი აუდიტის საბჭო გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მალევე არ იმოქმედებს, 2050 წლისთვის ყოველწლიურად სიცხით დაღუპულთა რიცხვი 7 000-ს გადააჭარბებს. მაღალი ტემპერატურა მოსახლეობის გულით, თირკმლითა და სასუნთქი სისტემით სიკვდილიანობის რისკებს ზრდის.
პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრებმა ხალხის დასაცავად სწრაფად უნდა იმოქმედონ. მათი თქმით, განსაკუთრებული დაცვა მოხუცებს სჭირდებათ. მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ, ტემპერატურის ასეთი ტემპებით ზრდა გამოწვეულია თუ არა კლიმატის ცვლილებით.
BBC-ს ინფორმაციით, ნახშირორჟანგის მომატებული გამოყოფის წყალობით, ცხელი ჰაერის მასები მომავალ წლებში მოიმატებენ. პარლამენტის წევრებმა გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიის ეროვნული სამსახურის განცხადება მოიშველიეს და აღნიშნეს, რომ 2040 წლისთვის რეგულარული ტემპერატურა 38.5 გრადუსს მიაღწევს.
ისინი ამბობენ, რომ დღეისთვის არსებული გეგმები შენობებს გადახურებისგან ვერ დაიცავს და მინისტრები სიცხის წინააღმდეგ უფრო აქტიურად და გონივრულად უნდა სახავდნენ სამოქმედო გეგმებს.
უფრო მკაცრი წესებია საჭირო იმისთვის, რომ მაღალი ტემპერატურის დროს სახლები და ტრანსპორტის ქსელი გაუმკლავდეს სიცხეს. მათი თქმით, ადგილობრივმა საბჭოებმა მეტი ხე უნდა დარგონ მწვანე სივრცის გასადიდებლად, რათა ქალაქებში სიგრილე შენარჩუნდეს.
პარლამენტის წევრები საავადმყოფოებისა და თავშესაფრების შემოწმებას ითხოვენ, რათა გაირკვეს, შეძლებენ თუ არა აღნიშნული დაწესებულებები სიცხესთან გამკლავებას.
2003 წელს მომატებული ტემპერატურის გამო თავშესაფრებში და დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ნაწილში სიკვდილიანობამ 42%-ით იმატა. შედარებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ტემპერატურა ჩვეულებისამებრ, უფრო მაღალია.
შენობები, რომლებიც 1960-70-იან წლებში არის აგებული, გარკვეული რისკის მატარებლები არიან. ამგვარი რისკების შემცველია ის შენობები, რომლებსაც მცირე ზომის, ან ისეთი ფანჯრები აქვთ, რომლებიც არ იღება ან შენობის მხოლოდ ერთ მხარესაა მოთავსებული.
ანგარიშის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავარი ავტომაგისტრალებისა და გზების მხოლოდ 50%-ს გააჩნია ისეთი ზედაპირი, რომელიც გზას ცხელ ამინდში გადახურებისგან იცავს. ივნისის სიცხის პიკში სარკინიგზო ლიანდაგებმა დეფორმაცია განიცადეს, რამაც რეისების გადადება გამოიწვია.
მაღალი ტემპერატურა ამცირებს მომუშავე ხალხის პროდუქტიულობის მაჩვენებელს. თანამშრომლებს, რომელთაც ოფისში მისვლისას სცხელათ, სამუშაოს დასაწყებად და მოსამზადებლად დრო სჭირდებათ. ის ხალხი, ვინც გარეთ მუშაობს, მალევე იღლება და მეტი დასვენება სჭირდება.
კომიტეტის თქმით, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა კომპანიებში დრესკოდი უნდა შეამსუბუქოს და მომუშავე ადამიანებს ხელი შეუწყოს.
მთავრობამ ასევე უნდა დააწესოს სამუშაოს მაქსიმალური ტემპერატურა, განსაკუთრებით იმ სამსახურებში, სადაც ფიზიკური შრომაა საჭირო. ასევე, სკოლებში უნდა იყოს შენარჩუნებული დაბალი ტემპერატურა და ცხელ დღეებში სკოლის უნიფორმის ტარების წესი უნდა შეიცვალოს.
ახლანდელი კვლევის თანახმად, ისეთ კერძო სკოლებში, რომელთა საფასურიც შედარებით მაღალია, მოსწავლეების გამოცდების შედეგები სხვა სკოლებთან შედარებით მაღალი ექნებათ.
ქალაქის ცენტრი გარეუბნებთან შედარებით 10 გრადუსით ცხელი იქნება, რადგან მყარი ზედაპირები სიცხეს დღის განმავლობაში იღებენ და ღამით გასცემენ. ამას ცხელი კუნძულის ეფექტი ეწოდება. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ეფექტზე მთავრობის არც ერთ მოხსენებაში წერია.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, კეტრინ ბრაუნმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წყლის ნაკლებობის პრობლემა დგას. ის ვარაუდობს, რომ წყლის დეფიციტი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადგილებშიც კი, რომლებიც დღეს ტენიან ადგილებად ითვლება.
ოფიციალურმა პირმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობა ამ საკითხს „ყურადღებით მოეკიდება“ და „ჯანსაღი ქმედებებით“ დარწმუნდებიან, რომ ქვეყანა „მოქნილი და მომზადებული“ იქნება ტემპერატურის მატებისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ ცხელ ამინდებში საფრთხის ქვეშ მყოფი ხალხის დახმარებას. დავეხმარებით სკოლებსაც, რათა მაღალ ტემპერატურებთან გამკლავება მარტივად შეძლონ. ჩვენი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს იმ ინვესტიციებს, რისი მეშვეობითაც საკვებისა და სასმლის რესურსები დაცული, ხოლო ბიზნესი და საზოგადოება მომზადებული იქნება. ამავდროულად, საჭირო ინფრასტრუქტურაც შეიქმნება“, დაამატა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.