რუსთავის სასამართლომ თემურ აბაზოვის 40 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება
26-07-2018, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თეიმურაზ აბაზოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე გამართული სხდომა აბაზოვისთვის პატიმრობაში დატივებით დასრულდა.

 

 

სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატებმა აბაზოვის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 40 000 ლარის გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მხარი დაუჭირა პროკურატურის მოთხოვნას, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით.

 

 

მარნეულის ყოფილი მერი მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნაში წინა მთავრობის პირველ პირებს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რომ იგი დამნაშავეა.

 


„ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ, იყო შიშის ფაქტორი, ზაზა სარალიძის გამოსვლები. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს, მიდით ბოლომდეო. ამხელა თანამდებობის პირის ისე დაჭერა არ ხდება. მე არ ვარ დამნაშავე. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ. ვიდეოში ჩემი ხმა არაა“, განაცხადა თემურ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსაამრთლის მიერ განაჩენის გამოცხადებამდე. 

 

 

მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს  შეუფარდა.

 

კომენტარები: 1
#1   გიორგი ლომიძე
      
თეიმურაზ აბაზოვი 100%-ით მართალი კაცია და არ იმსახურებს პატიმრობას. რაც მან გააკეთა, მხოლოდ ვაჟკაცები შეძლებდნენ ამას. თავისუფლება ვაჟკაც კაცს, ბატონ აბაზოვს.

თავისუფლება ვაჟკაც კაცს, თემურ აბაზოვს.
26 ივლისი 2018 14:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი