საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ბუნებას სჭირდება დაცვა და სვანეთში მიმდინარე ღონისძიება, სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება. მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ ხე-ტყის ექსპორტში იქნება შეზღუდვები, რადგან ნედლეულის ექსპორტი ქვეყნისთვის საამაყო არ არის.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენს ხე-ტყეს სჭირდება გონივრული დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ის, რაც ხორციელდება დღეს სვანეთში არის ამ სტრატეგიის ფარგლებში, რადგან მხოლოდ გასული ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 15 შემთხვევა და 15 პირია დაკავებული უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებშია.მგონი, დღის ბოლოს საგამოძიებო სამსახური გააკეთებს განცხადებას. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ გამოძიების შესახებ მეტი ინფორმაცია გვექნება. აქტიურობა არ არის ერთჯერადი და არ არის დაკავშირებული კონკრეტულად საწარმოსთან ან რეგიონთან, ეს იქნება მუდმივ რეჟიმში, მოიცავს თითქმის მთელ საქართველოს. ვთქვით, რომ პირველადი გადამუშავების პროდუქციის – მორებისა და ფიცრების იმპორტის წახალისებაა ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში, ასევე გვექნება ექსპორტის შეზღუდვა იგივე სახის პროდუქციაზე, მაგრამ თუ გადამუშავებულია, პირიქით ხელს შევუწყობთ, ეს იქნება ავეჯი თუ სხვა სახის პროდუქცია. თუმცა, პირველადი გადამუშავების, ანუ ნედლეულის ექსპორტი არ არის საამაყო“, განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.