მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ განაცხადა, რომ გამოიკითხება ყველა პირი, ვისი გამოკითხვის აუცილებლობაც დადგება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პროკურატურაში დაბარება, ვასაძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არ არის.
მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხელმეორედ გამოიკითხებიან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები – დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში უკვე გამოიკითხნენ ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.