ხაიშში ადგილობრივები დაიშალნენ - ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია
27-07-2018, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხაშში ადგილობრივებმა გზა გახსნეს. გუშინ, 26 ივლისს ზემო სვანეთის სოფელებში ჭუბერსა და ხაიშში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, მიზანი ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესწავლა იყო, თუმცა მათ მოსახლეობამ ჩხრეკის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, თუმცა 3 საათიანი  მოლაპარაკების შედეგად, გუშინ ღამით გზა გაიხსნა.

 

 

ადგილობრივებთან მოლაპარაკებას მთავრობის ადმინისტრაციის  რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარიც ესწრებოდა. გზის გახსნის შემდეგ სუბარმა კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეთანხმება შედგა, გზა გაიხსნა და სპეცრაზმმაც დატოვა სვანეთი.

 

 

„გზა გაიხსნა, ამ წუთისთვის მთავარი სიახლე ალბათ ეს არის. მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება. ძალიან ხშირად, ვიტყოდი, რომ კანონის ზღვარზე გადიოდა მოსახლეობის ნაწილი და ზოგჯერ, ზოგიერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ეს შეიძლება ძალიან რბილი ნათქვამიც იყოს, თუმცა მთლიანობაში მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები გაგვეგრძელებინა, რადგან ამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობისთვის, რომელიც არის მესტიის რაიონის ქვედა თემში, შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ხე-ტყე. ძალიან კარგად ვიცი, რომ უკანონო საქმიანობა არ უნდა იქნას დაშვებული, თუმცა ძალიან ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდანაც ვერ მოხერხდა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ მომხდარიყო ამ საქმიანობის კანონის ფარგლებში, ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა. შეთანხმება არის ასეთი – გზა გაიხსნა, მანქანები დაიძრნენ სპეცრაზმიც თავისთავად გავიდა“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი