ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო დროშა II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს გადააბარა. დღეიდან, II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო და მომდევნო 7 თვის განმავლობაში ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.
ღონისძიებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ვოლფ-იურგენ შთალი და კოალიციური ძალების მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები დაესწრნენ.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ, ტაქტიკური დაჯგუფება მულტინაციონალური მხარდაჭერის ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიქაელ ლაბსხიმ და IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის მეთაურმა, მაიორმა გოგა ნოზაძემ მიმართეს. მათ IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მისიაში ჩართულ ახალ ქართულ ქვედანაყოფს სამომავლოდ წარმატება უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლებით და მისიაში ღირსეული და გამორჩეული მსახურებისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას იანვრის თვიდან ასრულებდა. ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია უდანაკარგოდ და წარმატებით დაასრულა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.