გუბაზ სანიკიძე: ივანიშვილმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი გამოუტანა და დღეს მასაც და მმართველ პარტიასაც „დაკარგული აქვს მორალური უპირატესობა“, რაც „ქართული ოცნების“ „თავისივე სიმძიმით გასრესას“ განაპირობებს
27-07-2018, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო აღიარებითი ჩვენება შეცდომების“. კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წარმომადგენელმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, ჟურნალისტ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას თქვა, რომ ივანიშვილმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი 2016 წელს გამოუტანა, როცა „შუა გაკრიფა“ და დღეს მმართველ პარტიასაც და ივანიშვილსაც „დაკარგული აქვს მორალური უპირატესობა“, რაც გუბაზ სანიკიძის აზრით, საბოლოოდ „ქართული ოცნების“ „თავისივე სიმძიმით გასრესას“ განაპირობებს.

 


„არ ვიცი ახლა რამდენად გააზრებული აქვს. რამდენიმე აღმოჩენა გაუკეთებია ბატონ ბიძინას ამ ბოლო წლებში, რომ თურმე ასე არ შეიძლება, რომ ერთი პარტია მართავდეს. ეს ვინ გითხრათ ბატონო ბიძინა, როდის მერე გაიგეთ, რომ ერთპარტიული მმართველობა არ ვარგა, ვინმემ საელჩოდან ხომ არ მოგაწოდათ ეს იდეა. თქვენ განაჩენი გამოუტანეთ „ქართულ ოცნებას“ ბატონო ბიძინა 2016 წლის არჩევნებში, როცა პოლიტიკური პროცესი მოსპეთ; შუა გაკრიფეთ თქვენი წარმოდგენით, თორემ ასე ადვილად არ იკრიფება პოლიტიკური სპექტრი და აღმოჩნდით მარტო და რამდენჯერ მითქვამს, რომ თავისივე სიმძიმით გაისრისება „ქართული ოცნება“.

 

 

„დაკარგული აქვს მორალური უპირატესობა, არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც. სიტყვა ჭარბი ნდობა არ ახსენა უკვე, ჭარბი ამოაგდო, მაგრამ რაღაცა ნდობაზე კიდევ საუბრობდა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. რატომ ჩათვალეთ ბატონო ბიძინა, რომ თქვენ ხართ ამ ერის სინდისი, ნამუსი, მამა-მარჩენალი? რამე რეფერენდუმი ჩაატარეთ? ეს მანდატი მოგცათ ვინმემ? რატომ ივალებთ ამას და რატომ იბრალებთ და ვინ მოგცათ თქვენ ამის უფლება, რომ საზოგადოება განსხეულდა თქვენში? ვინა ხართ საერთოდ? რატომ აძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას? მართალია, კი გეძახოდნენ თქვენი მომხრეები ილია ჭავჭავაძეს, თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან მოაკლეს ეს საუბრები, აღარ გეძახიან, მაგრამ არა ხართ ილია ჭავჭავაძე რაა, თქვენ.

 

 

„და საერთოდ, არსებობდა ასეთი თანამდებობები - ძველ სპარტაში, ეფორები, რომში იყვნენ ცენზორები, საქართველოს ისტორიაში ასეთი არ არის, მაგრამ რჩევას მივცემდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართული ლიტერატურა მოვიშველიოთ და „ნატვრის ხიდან“ ამოვიღოთ და დაირქვით ციციკორე, სახელმწიფო ციციკორე. დაანებეთ ამ ციციკორეობას თავი, რაა. ჭეშმარიტება არ არის განსხეულებული თქვენში და ბევრი რამე არ იცით. თქვენ გამოსვლაში აბსოლუტური აბსურდი ილაპარაკეთ, წარმოდგენა არ გაქვთ, რაზე ილაპარაკეთ. დემოკრატიისა და ეკონომიკის შეფარდებაზე რომ საუბრობთ, რაზე გწყდებათ გული - რომ ადამიანებს აქ ქუჩაში არ ხოცავენ? ამაზე გწყდებათ გული? და ეს თქვენი დამსახურება არ არის ბატონო ბიძინა. ეს არის ამ საზოგადოების დამსახურება. თან როგორ რაღაცას ამბობს, ეკონომიკური სიდუხჭირეო და მაღალი დემოკრატიაო შეიცავს საფრთხეს სახელმწიფოსთვის. სადა ხარ ვაფშე წასული, კაცო? სადა ხარ წასული? თურქმენეთი გინდა აქ? ვერ მოაწყობ ამ თურქმენეთს. ერდოღანი ვერ გახდები, პუტინი ვერ გახდები, იმიტომ რომ იმათ იდეები აქვთ, სახელმწიფოებრივი იდეები აქვთ - იმას, ყირიმი ჩვენია, რუსული სამყარო და ამას ოსმალეთის აღდგენა. თქვენ რა იდეა გაქვთ ბატონო ბიძინა ერთი? როგორ მაინტერესებს.

 

 

„ვთქვათ, მაქვს სურვილი, გავხდე თქვენი მიმდევარი. რისი მიმდევარი უნდა გავხდე? რა იდეები გაქვთ? რომ ის ორი ბანკი არ მოგწონთ იმიტომ, რომ თქვენ ბანკს ჯობია და ამიტომ ისინი უნდა ჩააჩოჩონ და თქვენი ბანკი უნდა წამოვიდეს წინ? და 2030 წლამდე კიდევ ითხოვთ, რომ დარჩეთ და ჭკუა გვასწავლოთ კიდე. „ქართული ოცნება“ მოიშორა, გადააგდო. ესენი არ ვარგიანო კაცო. არ მიცავენ კარგადო. ბოლოს და ბოლოს ხომ არ ვეტყვი დამიცავითო. რისი დამცველები არიან ის საწყლები, ისინი, იმფუზორიები?!“ განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი