ჩრდილოეთ კორეამ შეერთებულ შტატებს კორეის ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტები გადასცა, რაც ვაშინგტონისა და ფხენიანის ბოლოდროინდელი ფრთხილი დიპლომატიური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია.
ბრიტანელი და ამერიკელი ვეტერანები ამ მოვლენას შესანიშნავს უწოდებენ. „ეს ემოციური და სიმბოლური ჟესტია“, განაცხადა ერთ-ერთმა ვეტერანმა.
სამხრეთ კორეაში არსებული შეერთებული შტატების ბაზაზე ჩაფრენილ თვითმფრინავს, პატივისცემის ნიშნად, ჯარისკაცები სამხედრო მწყობრით დახვდნენ.
გარდაცვლილთა ნათესავები თავიანთი საყვარელი ადამიანების ნეშტებს ათწლეულების განმავლობაში ელოდნენ. დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების სამშობლოში გადასვენების შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ივნისის სამიტზე ისაუბრეს.
სინგაპურში გამართული სამიტი, სადაც ლიდერები „კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვული განიარაღებაზე“ შეთანხმდნენ, კრიტიკის ობიექტად იქცა, რადგან აღნიშნულ თემაზე ძალიან მცირე ინფორმაციაა და ბირთვული განიარაღების საბოლოო თარიღი დადგენილი არ არის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტების სამშობლოში დაბრუნება ივნისის თვეში შედგენილ დეკლარაციის სიაში ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთია. დღევანდელი თარიღი სიმბოლურია, რადგან 1950-53 წლებში მომხდარი კორეის ომის დასრულებიდან და ზავის დადებიდან 65-ე წლისთავია.
როგორც BBC იუწყება, შეერთებულ შტატებში 55 ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს. თუმცა, მათი ზუსტი ვინაობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია, რომელიც შესაძლოა, წლები გაგრძელდეს.
შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაფრენის შემდეგ, თვითმფრინავიდან ჯარისკაცების ცხედრები გაეროს დროშაში გახვეული სპეციალურად დამზადებული ზარდახშებით ჩამოასვენეს.
კორეის ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ოსანის ბაზაზე რამდენიმე ასეული ჯარისკაცი და ოჯახის წევრები დახვდნენ.
გაეროს კოალიციის და სამხრეთ კორეელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ 326 000-ზე მეტი ამერიკელი იბრძოდა კომუნისტური ჩრდილოეთის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ათასობით ჯარისკაცის ვინაობა უცნობია და 5 300 - დაკარგულად ითვლება. დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცები იმ 30 000-ს შორის არიან, რომლებიც ომის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ „ეს მოვლენა წახალისებული იყო ჩრდილოეთ კორეის ქმედებებით და პოზიტიური ცვლილების იმპულსით“.
დაღუპულთა დაბრუნება „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია იმ საქმეში, რომ საველე სამუშაოები ჩატარდეს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 300 ჯარისკაცის მოსაძებნად, და მათი ცხედრების სამშობლოში გადასასვენებლად“.
სინგაპურის სამიტის შემდეგ, ბევრი მოელოდა, რომ ცხედრების სამშობლოში გადასვენება მალევე მოხდებოდა და დაწყებული პროცესით ოჯახის წევრები მადლიერები არიან.
„რთულია ცხოვრობდე და არ იცოდე, რა დაემართა შენს საყვარელ ადამიანს“, აღნიშნა ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის ქალიშვილმა.
გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო გამოცდის ცენტრის დახურვა დაიწყო. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იარაღის პროგრამა საიდუმლოდ გრძელდება. ამავდროულად, ფხენიანმა შეერთებული შტატები „განგსტერულ“ ქმედებებში დაადანაშაულა.
ძალიან მწირი ინფორმაცია არის „სრული ბირთვული განაიარაღების თაობაზე“. უცნობია, ზუსტად რა იგულისხმა ორმა მხარემ ამ პროცესში და როდის განხორციელდება აღნიშნული ფაქტი.
მიუხედავად ამისა, ცხედრების გადმოსვენების უკვე დაწყებული პროცესი, წლების განმავლობაში ოჯახის წევრებისა და შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ჯარისკაცების გადმოსვენებასთან დაკავშირებით გაღებული ძალისხმევის შემდეგ, კეთილი ნების გამომხატველი ჟესტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.