ახმეტის მუნიციპალიტეტში აქტიური საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
27-07-2018, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახმეტის კულტურის სახლში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენედიქტე გეგეჭკორმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აქტიური საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.



პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს და 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.



ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 5 წლიანი კონტრაქტი. ანაზღაურება შეადგენს ყოველთვიური წოდებრივი სარგოს 20%-ს. ქვედანაყოფში ყოფნის შემთხვევაში ხელფასი შენარჩუნდება სრულად. რეზერვისტს შეუნარჩუნდება ასევე სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.



რეზერვში ჩარიცხული რიგითის წლიური ანაზრაურება საშუალოდ 2700 ლარს შეადგენს. რეზერვისტი სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით და სოციალური და სამართლებრივი დაცვით.



საბრძოლო მომზადება 45 დღიანია და 12 თვის განმავლობაში თანაბრად გადანაწილდება. რეზერვში მიღების მსურველებს საბუთების შეტანა 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. კახეთის რეგიონში განაცხადების მიღება წარმოებს ქალაქ თელავში, თამარ მეფის ქუჩა #36-ში, (ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა).



ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი