„ამ ავაზაკის მიზანი არის გაიხანგრძლივოს პოლიტიკური მმართველობა, მეორედ შევიდეს მდინარეში, იმავე ტყუილებით და სიცრუით, თავისი ბოროტმოქმედებები კი გადააბრალოს სხვას“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „ფეისბუქ-ლაივში“ ხუთშაბათ საღამოს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული იდეის - „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინოს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს - შეფასებისას.
„მას [ივანიშვილს] უნდა გავუმზადოთ საბრალდებო სკამი ადამიანური, პოლიტიკური და სამართლებრივი, იმიტომ რომ თვითონ მან შექმნა ეს სიტუაცია. ან უნდა იყოს ის, ან უნდა იყოს საქართველო. ან უნდა იყოს მისი ოჯახი ფუფუნებაში, ან უნდა იყოს ქართველი ხალხი ელემენტარულად ნორმალურ მდგომარეობაში. მან არჩევანი არ დაგვიტოვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ის რა გვეტყვის, როგორ მოგვატყუებს, რა ზღაპრებს მოგვიყვება, როგორ მოისაწყლებს თავს, როგორ ატირდება. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისი სახე და მისი პოლიტიკა არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება და ამ პროცესის წამალი, დამთავრება და დაგვირგვინება იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღება, პირდაპირ გეტყვით, ჩემი მხარდაჭერა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლება ის სისტემა, რომელიც 25 წელია ჩვენ სისხლს გვიშრობს, რომელმაც დაგვიშალა ქვეყანა, ერთიანი, შეკრული საქართველო დაშალა სამ სახელმწიფოდ მინიმუმ“, განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.