წყალტუბოს მწვანე გარემოს ახალი ჯიშის ნარგავები შეემატა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „კეთილმოწყობის ცენტრის“ ინიციატივით, საკონცერტო დარბაზ „ივერიისა“ და სანატორიუმ „მეშახტეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგზაო კუნძულებზე ე.წ. „ფინიკისა“ და „ვაშინგტონის“ ჯიშის პალმები დაირგო, დამონტაჟდა ღამის განათებები.
ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.