„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კვირიკაშვილის და მისი გუნდის ურჩობას აბრალებდა ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას, რადგან პარლამენტს ჰქონდა შეთავაზება მთავრობისთვის შრომითი უსაფრთხოებისთვის რეგულაციების მიღების შესახებ, თუმცა მთავრობამ უარი განაცხდა. კობერიძის თქმით, ასეთი დისკუსია მთავრობას და პარლამენტს შორის არ ყოფილა და კობახიძის მიერ კვირიკაშვილზე გადაბრალება ამ ტრაგედიის იყო არასწორი.
„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო, მაშინ როდესაც 4 ადამიანი არის გარდაცვლილი და დაკრძალულიც არ იყო ჯერ კიდევ, უცებ ნებისმიერ ადამიანზე, იქნება ეს პრემიერ მინისტრი თუ ნებისმიერი პიროვნება, რაღაც ესეთი აქცენტების გადატანა და ვიტყოდი ესე დაბრალება, გარკვეულწილად, მე არ მიმაჩნია სწორად. მე პირადად არ შევსწრებივარ არც ერთ დისკუსიას, სადაც მსჯელობა იყო და კვირიკაშვილთან რაიმე მსგავსი „ჭიდაობა“ მიდიოდა“, განაცხადა კობერიძემ.
ამ განცხადების შემდეგ ლევან კობერიძეს „რეაქციის“ წამყვანმა უთხრა: „ფრთხილად, დავით ჭიჭინაძესავით თქვენც არ გაგრიცხონ პარტიიდან“. ამაზე კი კობერიძემ უპასუხა, რომ „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლებას არავინ ბლოკავს.
„ჩემი გარიცხვა-არგარიცხვა არ არის მნიშვნელოვანი თემა. მნიშვნელოვანია ქვეყანა როგორ განვითარდება და საით წავა. მე ვიტყვი ერთს, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმის პრობლემა ჩვენს გუნდში ნამდვილად არ არის. მე სხვადასხვა ფორმატებში მილაპარაკია განსხვავებული მოსაზრებები, ძალიან ბევრი კანონის წინააღმდეგაც მიმიცია ხმა. სხვათაშორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პარლამენტარს გათავისებული გვაქვს და ჩვენი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ვიგრძნოთ. არავინ არ გვიზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, არც აქეთ კვირიკაშვილი არ გვეჯდა, არც ბახტაძე არ გვეჯდება და არც ბიძინა ივანიშვილი. იმ ღილაკთან ჩვენ ვსხედვართ და ჩვენ ვაჭერთ ხელს“, განაცხადა ლევან კობერიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.