„ახალგაზრდული დღეები - 2018“-ის ფარგლებში მორიგი ღონისძიება თუზის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თავასაში გაიმართა.
ბანაკს სტუმრობდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძე, მერის წარმომადგენელი თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მამუკა გოგბერაშვილი, ასისტენტი მარიამ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
სხვადასხვა აქტივობებით, ლაშქრობებით, სპორტული და ინტელექტუალური თამაშებით დატვირთულ ბანაკში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტუმრები სხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე უცხოელი ტურისტები. სოფელ თავასაში ღონისძიება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, მერის პირველი მოადგილის მანუჩარ ფანჩულიძის ინიციატივითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობა.
როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტს მერის პირველმა მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძემ განაცხადა, „ახალგაზრდული დღეები-2018“-ის ფარგლებში საზაფხულო არდადეგებზე მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის არაერთი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებზე.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.