ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეუწყდება
17-06-2015, 02:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენის დაზიანების შედეგად, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეუწყდება, - ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენი დაზიანდა.


კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.


კომპანიის ინფორმაციით, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება საღამოს 9 საათამდე შეუწყდება.


"წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/გადაუდებელი ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 )", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი