ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობასთან ხე-ტყის თემაზე სასაუბროდ დიდი შეხვედრა უნდა გაიმართოს - სოზარ სუბარი ხაიშში ხის საამქროების მფლობელებს და ადგილობრივებს შეხვდა
27-07-2018, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციის  რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ხაიშში ხის საამქროების მფლობელებს და ადგილობრივებს ხვდებიან. სუბარის თქმით, დიდი შეხვედრა უნდა მოეწყოს ჭუბერი-ხაიშის მოსახლეობასთან. საუბრის მთავრი თემა სწორედ ხე-ტყე იქნება.

 

 

„რამდენიმე ოჯახს სხვა შემოსავალი არ აქვს. ხალხთან ეკოლოგიის შენარჩუნებაზე, წარმოებაზე და რა თქმა უნდა, ალტერნატიულ დასაქმებაზეც უნდა ვისაუბროთ. უახლოეს პერიოდში უნდა მომზადდეს დიდი შეხვედრა ჭუბერი-ხაიშის მოსახლეობასთან, სადაც ხე-ტყის თემაზე ვისაუბრებთ", განაცხადა სუბარმა.

 

 

ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკების მთავარი თემა კანონის ფარგლებში ხე-ტყის მოპოვება და ალტერნატიული დასაქმების გზების ძიებაა.

 

 

„მოლაპარაკებების მთავარი თემაა, თუ როგორ უნდა მოექცეს კანონის ფარგლებში ხე-ტყის მოპოვება და რა ალტერნატიული დასაქმების ადგილების შექმნაა შესაძლებელი რეგიონში“, განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ 26 ივლისს, დილით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების გამოსავლენად  სოფელ ჭუბერსა და ხაიშში შევიდა. სამართალდამცველებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი