შალვა ნათელაშვილი ივანიშვილზე: აი, ეს კაცი ედავება სვანებს, ხეებს ჭრითო - კაცი, რომელმაც მთელ ჩინეთს გააკაფინა სამეგრელოს, სვანეთისა და იმერეთის ტყეები
27-07-2018, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ზემო სვანეთის სოფელ ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეციალური დანიშნულების რაზმს შორის მომხდარი მწვავე დაპირისპირების შესახებ, ხუთშაბათს საღამოს, „ფეისბუქ-ლაივში“ განაცხადა, რომ 1 500 კაციანი სპეცრაზმი სვანეთში ივანიშვილის ბრძანებით შევიდა.

 

მანვე დაამატა, რომ სპეცრაზმს, ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, საქართველოს ვერც ერთ რეგიონსა თუ კუთხეში ვერავინ გაგზავნის.

 

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილს მილიონობით ხე აქვს მოჭრილი და განადგურებული აქვს საქართველოს ულამაზესი ბუნება, ზემო სვანეთში მან სპეცრაზმი და გამომძიებლები გაგზავნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც „იქ ხეების მიმართ უკიდურესი აუცილებლობის წინაშე“ დგას, სათითაოდ დაუთვალონ თუ რამდენი ხე მოჭრეს.

 


„თქვენ იცით სვანეთში რა მოხდა. სპეცრაზმი შეიყვანეს, თანაც აბსურდული მოტივით, რომ თურმე, ხე-ტყის ჭრის წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები იქაური მცხოვრებლების მიმართ. ამას აკეთებს რეჟიმი, რომლის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში მილიონობით ხე მოჭრა. თქვენ ეს კადრები ნანახი გაქვთ. მთელი ზამთარი და გაზაფხული იქ დავრბოდით. ყველა ჯიშის, საოცარი, დაცული მილიონობით ხე მოიჭრა არქეოლოგიური ზონებიდან: ტანძია, თეთრიწყარო, მდინარე ალგეთი. ისინი ასუფთავებენ ნიადაგს იმისთვის, რომ გააგრძელოს ივანიშვილების ოჯახმა ქართული მიწის გულიდან ოქროს ამოღება. ამ რეჟიმის მეთაურმა გასცა განკარგულება. იქ ხეების მიმართ უკიდურესი აუცილებლობის წინაშე მდგარი ადილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ჩვენი მესაზღვრეები არიან. მესაზღვრეები რომ არ იყვნენ და არ უყვარდეთ მთები და სამშობლო, იქ რა გააჩერებდათ, როდესაც იქიდან რამდენიმე კილომეტრში დუღს ცივილიზაცია?! ნაცვლად იმისა, რომ წაახალისო, გაათავისუფლო გადასახადებებისგან, მათ შორის შუქის გადასახადისგან, მცირე ბიზნესის წარმოების დროს, ასევე, გაუნახევრო ან გაათავისუფლო ამ საგადასახადო უღლისგან, სპეცრაზმი და გამომძიებლები შეუყვანეს, რათა აღწერონ რამდენი ხე მოჭრეს. ვიმეორებ, ეს გააკეთა ივანიშვილმა. მასთან შეთანხმების გარეშე, რა თქმა უნდა, 1 500 კაციან სპეცრაზმს არავინ გააგზავნიდა საქართველოს არც ერთ კუთხეში, ობიექტსა თუ ადგილას“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

იგი არაგვის ხეობაში ხეების ჭრასა და იქ გაყვანილი ელექტროსადენების თემასაც შეეხო და ბიძინა ივანიშვუილის პრემიერ მინისტრობის დროს ივანიშვილის მიერ გამოცემული განკარგულება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ატუს“ უფლება მიეცა, მოეჭრა ხეები.

 

„ეს გააკეთა იმ ივანიშვილმა, რომელმაც არა მარტო ქვემო ქართლში გაანადგურა მთელი ხე-ტყე, არამედ არაგვის ხეობაშიც მოსპო და მოსრა უნიკალური დედამიწისეული  სამოთხე იმისთვის, რომ რუსეთისა და ირანის ელექტროხაზები იქნას დაკავშირებული. ვისაც აუვლია არაგვის ხეობაზე, ნახავს, რა გადათხრილ-გადმოთხრილია იქაურობა. სახურავებზე და სალოცავებზეა რკინის ბოძები დარჭობილი. ამ კაცმა გაუკეთა ეს სვან მოსახლეობას. აქ მაქვს მისი ხელმოწერილი განკარგულება. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს, რომ მსხვილი ოლიგარქი მოსულიყო პოლიტიკაში და საკუთარი ბიზნესის ხელშესაწყობად მოეწეროს ხელი განკარგულებებისათვის. ტრამპმა რომ მოაწეროს ეხლა საკუთარი სასტუმროების ქსელისთვის მიწის გამოყოფისთვის ან რაიმე წახალისებისთვის, მას დაიჭერენ. ესე ნაგლად და საჯაროდ არავის გაუბედავს მსგავსი რამ. აი ნახეთ ვინ შეუსია სვანებს სპეცრაზმი ხეების მოჭრის გამო - „საქართველოს მთავრობის განკარგულება #1529. 2013 წლის 31 ოქტომბერი, ქალაქი თბილისი. სოციალური ჭრის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ - ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს ნომერ 222 დადგენილებით, დამტკიცებული ტყით სარგებლობის მეათე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ა(ა)იპ ასოციაცია „ატუს“ მიეცეს სოციალური ჭრის განხორციელების უფლება და გამოეყოს 10 000 კუბ.მ. ხე-ტყე კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვინ აწერს ხელს? - პრემიერ მინისტრი ივანიშვილი. „ატუ“ ვისი ფირმაა? ივანიშვილის. შაორის გარშემო მდებარე წაბლის უნიკალური კორომები მთლიანად იქნა განადგურებული და იქ მოჭრილი უძვირფასესი მასალის რესურსი მთლიანად წავიდა ივანიშვილების ჯიბეში. აი ეს კაცი ედავება სვანებს, ხეებს ჭრითო. კაცი, რომელმაც მთელ ჩინეთს გააკაფინა სამეგრელოს, სვანეთისა და იმერეთის ტყეები. „ჰუალინგი“, მოგეხსენებათ, შემოსულია და მთლიანად ანადგურებს ტყის ნასახს და მერე ვითომ ავეჯის მანქანა ჩაივლის ქუთაისში. არაფერი ავეჯის მანქანა, მასალა გადააქვთ ფოთის პორტიდან“, განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი