ტყეებს თუ არ გავუფრთხილდებით, ტურიზმიც ვერ განვითარდება - ლევან დავითაშვილი ჭუბერსა და ხაიშში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
27-07-2018, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ზემო სვანეთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. დავითაშვილის თქმით, ტყის რესურსების გამოყენება მდგრადი მოპოვების გზით უნდა ხდებოდეს, ისე რომ არ ირღვეოდეს ტყის ეკოლოგიური ფუნქცია და ტყეს თუ არ გავუფრთხილდებით, ტურიზმიც ვერ განვითარდება.

 

 

„ჩვენც და პრემიერ მინისტრმაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი არის ეკოლოგიური მიმართულებები და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტყის დაცვა და შენარჩუნება გახლავთ. ამიტომ ამ ნაწილში ნებისმიერი სახელმწიფოებრივი სამსახური იქნება პრინციპული, რომ დაიცვას პოზიციები და აღასრულოს კანონი. ერთი მხარე, ეს არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ზოგადად ნებისმიერი აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი სტრუქტურა ამ კუთხით იქნება ძალიან პრინციპული, თუმცა მეორე მხარეა, სიუჟეტებშიც მოვისმინეთ, რომ მოსახლეობას სჭირდება შემოსავლის საშუალება, რეგიონის  ეკონომიკის განვითარება, ზოგადად ესეც ჩვენი პრიორიტეტია და ესეც გვესმის, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ხე-ტყის მოპოვებაზე და გამოყენებაზე, აქ საუბარი უნდა იყოს სწორად მოპოვებაზე და ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებაზე და ხშირ შემთხვევაში იჭრება ის, რაც არ უნდა მოიჭრას. საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ტყეში ნებისმიერი რესურსის მოპოვებაზე, უნდა მოხდეს მდგრადი მოპოვების პრინციპით. ბუნებრივია, არსებობს მდგრადი მოპოვება ტყის რესურსების, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ალტერნატიული გზების განვითარება, მათ შორის რეგიონული ტურიზმი და თუ ჩვენ ტყეებს არ გავუფრთხილდებით, ტურიზმიც ვერ განვითარდება“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი