გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს მყარი მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს პარტია მხარს ან საერთოდ არ ჩაერთვებიან არჩევნებში.
მანვე დაამატა, რომ არსებობს იმის შანსიც, რომ კანდიდატი პარტიიდან იქნეს არჩეული.
„ვერაფერს დაგიდასტურებთ დღესდღეობით. მიმდინარეობს კონსულტაციები. არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილად ვერაფერს გეტყვით. პერსონალიზაცია არ მომხდარა გუნდში. ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რათა კანდიდატი პარტიის რიგებიდან იყოს წამოწეული. არსებობს ასევე მყარი და საინტერესო მოსაზრება, რომ პარტიას გააჩნია მართვის მყარი ბერკეტები და ამას დაბალანსება სჭირდება“, განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.