ვახტანგ გომელაური: ვერეს ხეობის დატბორვასთან დაკავშირებულ მიზეზებს პროკურატურა სწავლობს
17-06-2015, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვერეს ხეობის დატბორვასთან დაკავშირებულ მიზეზებს პროკურატურა სწავლობს, თუმცა მინისტრი არ აკონკრეტებს რა მუხლითაა აღძრული სისიხლის სამართლის საქმე.


ვახტანგ გომელაურმა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძესთან ერთად ვაკე საბურთალოს გზის მონაკვეთი დაათვალიერა. მინისტრი გაეცნო ასევე მიმდინარე სამუშაოებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.


"შემიძლია გითხრათ ის, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და განცხადებასაც ისინი გააკეთებენ. ექსპერტები მუშაობენ თუ რამდენად დარღვევითაა გაკეთებული შენობები და პანდუსები, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ. როდესაც ადამიანი იღუპება, მნიშვნელობა არ აქვს რაიმე არასწორად იყო აშენებული თუ უბრალოდ გარდაცვლილს ვპოულობთ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება. რა მუხლით არის საქმე აღძრული, ამაზე პროკურატურა გაგცემთ პასუხს", - განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი