ადამიანები ჩვენგან ითხოვენ პირდაპირ გამარჯვებას და ითხოვენ ამ გამარჯვების მხარდაჭერას და დაცვას, - განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.
„დღეს არის ის დუხჭირი ცხოვრება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს თავს დაატყდა ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. ეს ადამიანები ითხოვენ დროულად ცვლილებებს. ეს ადამიანები ჩვენგან ითხოვენ პირდაპირ გამარჯვებას და ითხოვენ ამ გამარჯვების მხარდაჭერას და დაცვას. მე მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, ამ ხალხთან ერთად, ეს არჩევანი იქნება დაცული“, განაცხადა ქარდავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.