ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი გაიხსნა
28-07-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახელმწიფო ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნის მიზნით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, ქალაქ ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო კულტურულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის - ჟორა სნხჩიანის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის წევრ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან.


შეხვედრაზე იმყოფებოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, თანამდებობის სხვა პირები, სამინისტროს წარმომადგენლები, ნინოწმინდის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ელმირა ქსპოიანი და ქალაქ ნინოწმინდის წმინდა სარგისის ეკლესიის სასულიერო პირი - არმაშ პოღოსიანი.


შეხვედრა მიზნად ისახავდა, კიდევ ერთი ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნას, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და რომელიც მისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის.


აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის ბოლოს ჰაიოს-ქართლოსის პარკში ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა და ბატონმა ენზელ მკოიანმა, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, პატივი მიაგეს ამავე სახელობის ძეგლს და შეხვედრა ყვავილების მიძღვნით დააგვირგვინეს.



ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი