მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფცია ჰაერივით გვჭირდება დღეს ქვეყანაში - ეკა ლალიაშვილი
28-07-2018, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გუშინ, კოჯორში წარდგენილი “მწვანე ეკონომიკის” კონცეფცია დადებითად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ეს დროული ნაბიჯი იყო, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას.

 


„პრემიერის მიერ გუშინ წარდგენილი „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფცია და დამატებით, თბილისის მერის, კახა კალაძის რამდენიმე დღის წინ წარდგენილი სატრანსპორტო პოლიტიკა დადებითად შემიძლია შევაფასო. ეს არის ის, რაც ჰაერივით გვჭირდება დღეს ქვეყანაში. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე ასე აქცენტირებულად საუბრობენ. ბუნებრივია, ეს ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ეს არის უფრო ეკოლოგიის ჭრილში, ამიტომ გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოების ნაწილს კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და იგივე პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, როგორიც „მწვანე ეკონომიკას“. საგზაო უსაფრთხოების საჭიროების აქტუალობას უნდა გაესვას ხაზი, რომ ადამიანები აღარ დაიღუპონ გზებზე და შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები. როგორც „მწვანე ეკონომიკაა“ საჭირო, ისევეა ეს საკითხი, რადგან ორივე ეს მიმართულება ჯანსაღ გარემოს ემსახურება“, განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარასკევს კოჯორში მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია – „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი