ვიდეო: ამერიკული ვერტმფრენები „შავი ქორი“ და „აპაჩი“ საქართველოშია - მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სიახლით ხვდება
28-07-2018, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წელს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სიახლით ხვდება. სწავლებაში აშშ-ის, ჯორჯიის შტატის 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ავიაცია ჩაერთვება, რომელიც წვრთნის დროს ახლო საჰაერო მხარდამჭერ და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს უზრუნველყოფს.

 


ამერიკული ვერტმფრენები „შავი ქორი“ (Blackhawk) და „აპაჩი“ (Apache) უკვე საქართველოშია. სპეციალურად ამ სწავლებისთვის დოუვერის საჰაერო ძალების ბაზიდან ამერიკული ვერტმფრენები პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში, ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაეშვა.

 

 

 


საქართველოში უკვე სრულად ჩამოვიდა სწავლებაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ჯავშანტექნიკა. საჰაერო გზით კი, აშშ-ის ვეროპის სარდლობის პირადი შემადგენლობა საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.

 


სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1-ელ აგვისტოს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნების, სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რაოდენობა.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი