პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, სადაც საქართველოს ყველა ძალა იქნება გაერთიანებული.
„საზოგადოებრივ საწყისზე ძალიან დიდი გაერთიანება კეთდება“, აღნიშნა მან ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური ალგორითმი“ და წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა ამ ახალ პარტიას ბმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ჩარკვიანმა უპასუხა: „ყველა იქ იქნება, იმისტი, ამისტი... ის სახეები გაგიხარდებათ. რას ნიშნავს ბმა? ბმა ექნებათ საქართველოსთან“.
„მე არ მიყვარს არასამრთლებრივი საუბარი. ხელისუფლებამ, ჩვენმა მოყვანილმა, დამნაშავე პარტიად არ გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობა“. მან მისცა უფლება და ნება, რომ მათ ლეგიტიმურად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. მე ვარ ძალიან კანონმორჩილი ადამიანი. აბა გამოვიდეს ვინმე და შეგვეწინააღმდეგოს. რა უფლება ჰქონდათ მათ გარიგება ეწარმოებინათ დამნაშავეებთან? ხალხის ხარჯზე აწარმოეს?“
თაკო ჩარკვიანმა განმარტა, თუ რატომ განუდგა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.
„არაფერი არ შეასრულა ივანიშვილმა. ბანკებთან მიმართებაში დაპირებები, უფასო ფული... გაუბედურებულია ხალხი. ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში მიდის მილიონობით ლარი და ამიტომ არ ხდება პენსიების მომატება“, განაცხადა პუბლიცისტმა.
მანვე თქვა, რომ 2012 და შემდგომ წლებში „ქართული ოცნების“ დიდი მხარდამჭერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია წამოიწყო და ე.წ. კაბელების საქმე ხელოვნურად შექმნეს და კოჰაბიტაციის შედეგად ხელისუფლებაში პორტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები და „კრებსითი ლაშა ნაცვლიშვილები მოიყვანა“, არ შეეძლო კვლავ „ქართული ოცნების“ გვერდით მდგარიყო.
თაკო ჩარკვიანი ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ გრიგოლ ვაშაძეს „ალტერნატივა არ გააჩნია“.
„არ არსებობს მისი ალტერნატივა ახლა... მე ბურჯანაძის ფრთას ვერ მივცემ ხმას. მე მიხარია, რომ დღეს განულებული მდგომარეობაა ამ პოლიტიკოსის მიმართ. მე მინდა ქვეყანა გაერთიანდეს. იმისტი, ამისტი, ეს უნდა დამთავრდეს. თუ სადღაც არის გამოცდილი დიპლომატი, პირველ რიგში ეს ვაშაძეა. არაფერი არ არის განსაკუთრებული იმაში, რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო...რა მოხდა მერე, რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო? ბევრი იყო რუსეთის მოქალაქე, მათ შორის ივანიშვილი. მე 9 წელი სააკაშვილის მოწინააღმდეგე ვიყავი, მაგრამ მე არ მახსენდება ასეთი უძრაობის ხანა“, თქვა ჩარკვიანმა და დაამატა: „ვაშაძე არასოდეს სისხლში არ ყოფილა გარეული. ხმა მივცე ზარდიაშვილის პარტიას და არა გრიგოლ ვაშაძეს?... მე მინდა, როგორმე ქვეყნის სათავეში გონიერი დიპლომატი მოვიდეს“.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ ნატოსკენ სწრაფვა შეაჩერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.